ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ავტომანქანებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს.თამარაშვილის გამზირზე ძლიერი წვიმის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულები არ არიან, ძირითადად დაიტბორა სარდაფები.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უხვი ნალექის შედეგად ყველაზე მეტი პრობლემა გლდანის რაიონში შეიქმნა. დატბორილი ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები.
კალაძემ აღნიშნა, რომ სამუშაოებს მერიის ყველა შესაბამისი სტრუქტურა ახორციელებს, მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.
აღდგენითი სამუშაოების დასრულება დილისთვის იყო დაგეგმილი.