შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვის საბოლოო შედეგებს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

„ვვარაუდობთ, რომ კვირის ბოლოს ყველაფერი დაიდება და აბიტურიენტებს ვაცნობებთ საბოლოო ჩარიცხვის შედეგებს“, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.