აზერბაიჯანულმა მხარემ ლაჩინის დერეფანში უკანონო საგუშაგოზე გაიტაცა 22 წლის ალენ ნელსონ სარგსიანი, რომელიც რუსი სამშვიდობოების თანხლებით ყარაბაღიდან სომხეთში მიემგზავრებოდა, იუწყება ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი.
გავრცელებული ინფორმაციით, ალენ სარგსიანი სწავლის გასაგრძელებლად ერევანში გაემგზავრა. გატაცების მიზეზების შესახებ სანდო ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
„აზერბაიჯანი აგრძელებს გენოციდის პოლიტიკას არცახის მოსახლეობის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. მომხდარის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ივლისის ბოლოს აზერბაიჯანელებმა გაიტაცეს 68 წლის ვაგიფ ხაჩატრიანი, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანხლებით მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს. აზერბაიჯანული მხარე მას 1990-იანი წლების დასაწყისში აზერბაიჯანელების მკვლელობაში ადანაშაულებდა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მთიანი ყარაბაღის მკვიდრი რაშიდ ბეგლარიანი დააკავეს.