23-24-25 აგვისტოს ბრაზილიაში 15-წლამდელთა თავისუფალი სტილით ჭიდაობის ოლიმპიადა (ISF U15) გაიმართა, სადაც ჯავახელმა მოჭიდავემ მე-2 ადგილი დაიკავა.
ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკადან მაქსიმ მკოიანი ოლიმპიადაში სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა. მისი პირადი მწვრთნელი არის ნორაირ კრჭაციანი.
მაქსიმმა 62 კგ წონით კატეგორიაში, 5 შეხვედრა ჩაატარა და მე-2 ადგილი დაიკავა.