ახალქალაქში, №5 საჯარო სკოლასთან (ყოფილი ინტერნატი) მიტოვებული საერთო საცხოვრებლის, სამრეცხაოსა და სასადილოს ადგილზე მალე გაჩნდება პარკი, ცოტა მოგვიანებით 75 ბავშვისთვის კი ახალი სტანდარტის საბავშვო ბაღი.

ორი წლის განმავლობაში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სკოლის უზარმაზარ ტერიტორიაზე 75 ბავშვზე გათვლილი ტიპიური საბავშვო ბაღი აშენდება. მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და გაიმართა, ხელშეკრულებაც გაფორმდა. ტენდერი თბილისში რეგისტრირებული შპს „აი-კეი-ბი“-მ 1 657 000 ლარის ოდენობით მოიგო, საწყისი თანხა 1 821 822 ლარი იყო.

„მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტი მზად არის, მშენებლობისთვის დაახლოებით 2 წელი აქვთ, მშენებლობისთვის ტერიტორია შერჩეულია, ველოდებით სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, რაც შეეხება ნანგრევებს, ეს ტერიტორიაც არის გადატანილი მუნიციპალიტეტის ბალანსზე, პროექტი გვაქვს, დიდი პარკი აშენდება. საბავშვო ბაღი კუთხის ნაწილსი იქნება აშენებული“, – ამბობს ახალქალაქის მერი მელკონ მაკარიანი.

Дизайн без названия - 1შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატის ყოფილი საერთო საცხოვრებლის სამსართულიანი შენობიდან ზოგან 4 კედელია დარჩენილი, ზოგან მხოლოდ ერთი. სახურავი არ არის. მის გვერდით არის იმავე მდგომარეობაში სასადილოს შენობა, უფრო შორს კი ერთსართულიანი სამრეცხაო. ეს ყველაფერი ახალქალაქის №5 სკოლის უზარმაზარ ტერიტორიაში შედის. პროფილის რეგულარულ სკოლაში გადასვლისა და სსრკ-ს დაშლის შემდეგ ოდესღაც მდგრადი შენობები ჩამოინგრა, რომლებმაც ჭერქვეშ ბევრი ბავშვი მიიღო, მაგრამ ახლა ისინი სახიფათო ნანგრევებად არის გადაქცეული.