ყაზახეთის ორმა მოქალაქემ სომხეთიდან საქართველოში დაახლოებით ორი კილოგრამი ოქროს ნივთის უკანონოდ შემოტანა სცადა.
ოქრო გადამალული იყო სასურსათო ჩანთებში ტაქსის საბარგულში.
ამოღებული არადეკლარირებული ტვირთის სავარაუდო ღირებულება 180 ათას ლარს აღემატება. საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.