2022 წლის სტატისტიკით საქართველოს №1 ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 437.0 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები საქართველოში 2022 წლის მიხედვით – TOP-10 ინვესტორი
- გაერთიანებული სამეფო – 437.0 მლნ დოლარი,
- ესპანეთი – 360.5 მლნ დოლარი,
- ნიდერლანდები – 196.2 მლნ დოლარი,
- აშშ – 176.5 მლნ დოლარი,
- ირლანდია – 120.6 მლნ დოლარი,
- რუსეთი – 108.1 მლნ დოლარი,
- ჩეხეთი – 84.5 მლნ დოლარი,
- იაპონია – 58.7 მლნ დოლარი,
- თურქეთი – 55.1 მლნ დოლარი,
- ჩინეთი – 43.6 მლნ დოლარი.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.