საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით 74 ადგილზეა. ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest Global Index) რეიტინგს Speedtest აქვეყნებს.
ბოლო, ანუ ივნისის მონაცემებით, საქართველოში მობილური ინტერნეტის სიჩქარე წამში 31.76 მეგაბიტს შეადგენს და წინა თვესთან შედარებით, ქვეყანა ამ მონაცემით რეიტინგში 5 პოზიციით ჩამოქვეითდა.
მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს მობილური ინტერნეტის სიჩქარით მხოლოდ აზერბაიჯანი და თურქეთი უსწრებს. თურქეთი სულ ორი პოზიციით არის წინ და წამში 32,52 მეგაბიტით 72-ე ადგილზეა. ივნისში ქვეყანა 6 პოზიციით ჩამოქვეითდა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის მნიშვნელოვნად წინაა და 40.30 მბ/წ-ით 59-ე ადგილს იკავებს. თუმცა მაისის შემდეგ 3 პოზიცია მანაც დაკარგა.
სომხეთი ივნისში მთელი 10 ადგილით დაწინაურდა, თუმცა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს მაინც ჩამორჩება და 27,77 მბ/წ-ით 81-ე ადგილზეა.
უკრაინამ წინა თვესთან შედარებით მხოლოდ ერთი პოზიცია დაკარგა და 24,93 მბ/წ-ით 92-ე ადგილზეა. უკრაინა მობილური ინტერნეტის სიჩქარით მის წინააღმდეგ აგრესიულ ომში მყოფ რუსეთს უსწრებს, რომელიც 24,32 მბ/წ-ით 96-აე ადგილზეა. მაისის შემდეგ რუსეთი 8 პოზიციით ჩამოქვეითდა.
ივნისის მდგომარეობით, Speedtest Global Index-ის ტოპ 10 ქვეყანაა:
აღსანიშნავია, რომ აშშ 76,71 მბ/წ-ით მხოლოდ 27-ე ადგილს იკავებს და, მაისთან შედარებით, ივნისში მისი რეიტინგი კიდევ 6 პოზიციით გაუარესდა.