ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო საავტომობილო გზის საწყისი მონაკვეთი კვლავ რთულად გასავლელია. ქალაქის ამ ნაწილის მცხოვრებლები მრავალრიცხოვან ორმოებსა და დანგრეულ ასფალტს უჩივიან. ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, ამ ტერიტორიაზე ხრეში დაიყარა. კომპანია „არალი“, რომელმაც ორმოების შეკეთების სამუშაოები უნდა აწარმოოს, პირობა დადო, რომ 5-6 დღეში მოაასფალტებს.
ახალქალაქი-კარწახის გზის ცუდ მდგომარეობაზე Jnews-მა ბევრჯერ დაწერა. წლის დასაწყისში საგზაო დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ამ გზის რეაბილიტაცია წელს ჩატარდება. ივნისის თვეში სოფელ კარწახიდან ამ გზის რეაბილიტაცია დაიწყო. გზის რეაბილიტაციას ახორციელებს ორი კომპანია: “ჯავახ ავტო გზა” და “არალი”. გზის 22 კმ, კუმურდოს გადასახვევიდან დაწყებული კარწახამდე, კომპანია „ჯავახ ავტო გზამ“ მოაასფალტა. კომპანია „არალიმ“ კარწახის გამშვები პუნქტიდან დაწყებული გზის 10 კმ მოაასფალტა, ასევე კომპანია „არალის“ უნდა მოეასფალტებინა “გოროდოკის” მონაკვეთი – საავტომობილო გზის საწყისი ნაწილი.
13 ივნისს კომპანია „არალის“ წარმომადგენელმა Jnews-თან საუბარში თქვა, რომ ერთ დღეს დაიწყებენ მუშაობას „გოროდოკის“ მონაკვეთზე, თუმცა დაახლოებით ორი თვე გავიდა, გზა არ გარემონტებულა. ხვრელები უფრო დიდი და ღრმა გახდა.
გარდა ამისა, ტრასა საერთოდ არ არის მოვლილი, ჭუჭყიანი და გადაჭარბებული ბალახი გზის ორივე მხარეს აფუჭებს მთლიან იერს. მოსახლეობა არხებზე ლაპარაკითაც კი დაიღალა, რომლებშიც დაგროვილი ჭუჭყისა და ნგრევის გამო წყალი არ მიედინება. აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქი-კარწახის გზას კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ ემსახურება.
მათივე თქმით, ამ მონაკვეთის მცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიემართათ. ამ ტერიტორიის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, საკრებულოს, ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის რსტაკიან მხითარის შუამავლობით, დაახლოებით 10 დღის წინ, ღრმა ორმოები ხრეშით ამოავსეს, რათა მძღოლებისთვის რაიმე დახმარება გაეწიათ.
Jnews-თან საუბარში კომპანია „არალის“ წარმომადგენელმა გოდერძი ბოლქვაძემ კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ 5-6 დღეში ამ მონაკვეთზე ორმოების რემონტი ჩატარდება. Jnews-ი ამ საკითხში თანმიმდევრული იქნება და ამ მონაკვეთზე ერთ კვირაში მივა.