3 აგვისტოს, ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო. ის ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში, სასწრაფო დახმარების ძველი შენობის წინ მდებაორებს.
ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა. თავდაპირველი თანხა შეადგინდა 459 451 ლარი, ტენდერი ახალქალაქელმა ინდმეწარმემ სერგეი ჩოლახიანმა 420 200 ლარის ოდენობით მოიგო. მშენებლის თქმით, მშენებლობა 6 თვეში დასრულდება. მშენებელთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 27 ივლისს დაიდო.
2019 წლიდან საქართველოში 300-მდე პოლიკლინიკის რეკონსტრუქციის პროექტი, 100-ზე მეტი ახალი პოლიკლინიკისა და 40 სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყო. შემდეგ მთავრობამ 20 მილიონი ლარი გამოყო პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის ახალქალაქს.
თავდაპირველად ახალქალაქში სასწრაფო დახმარების შენობის ასაშენებლად ადგილს ვერ პოულობდნენ, ახლა კი ეს პრობლემა მოგვარებულია. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.