28 ივლისს ქალაქ ახალქალაქის “ხას ბახჩა” ცენტრალურ პარკში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“ გაიმართა.
ცენტრალურ პარკში ხალხმრავლობა იყო.
შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფები დემონსტრირებას უკეთებდნენ საკუთარ საქმიანობას და ტექნიკას.
ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალქალქის მერი მელქონ მაკარიანი, შსს-ს წარმომადგენლები და სხვა თანამდებობის პირები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიატრო აქტიურად აგრძელებს “ემეგობრე პოლიციას” კამპონიას და დღეს ჩვენი აქცია ახალქალაქში ტარდება. ჩვენ ყველაფერს კარგად ვხედავთ, რომ ბევრი ბავშვი მონაწილეობს. აღნიშნული ღონისძიების ძირითადი მიზანი-მოსახლეობისთვის შსს-ს საქმიანობის გაცნობაა. ჩვენ ვხედავთ, ინტერესი დიდია, მას შემდეგ, რაც ეს პროექტი დავიწყეთ, “ემეგობრე პოლიციას” კამპანიაში სულ 10 000 ბავშვი იყო ჩართული. ჩვენ ვთვლით, ეს არაჩვეულებრივია, რომ საზოგადოება ინტერესდება პოლიციის საქმიანობით, და ჩვენ მუდამ მზად ვართ პოლიციის საქმიანიბა გავაცნოთ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ფორმაში”,- თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შსს-ს პროექტის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს სკოლებში შეხვედრების ჩატარებას და შსს-ს ყველა ქვედანაყოფის სამუშაოს აცნობს ბავშვებს.
პარკში ბავშვებისთვის ორგანიზებული იყო სხვადასხვა სახალისო თამაშები. ასევე იყო სხვადასხვა მულტ-გმირები. შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფების თანამშრომლები თამაშების საშუალებით ბავშვებს თავიანთ საქმიანობას აცნობდნენ.