საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1 წამის სხვაობით,ახალციხესა და ბორჯომის მიდამოებში 3,4 და 3,5 მაგნიტუდის 2 ბიძგები დაფიქსირდა.
ბიძგები ადგილობრივი დროით 9:55 წუთზე დაფიქსირდა. პირველი ბიძგები ბორჯომიდან 17 კილომეტრში და სოფელ აწყურიდან 5 კილომეტრში მოხდა, მიწისძვრის სიმძლავრე 3.5 მაგნიტუდა იყო.
მეორე ბიძგები ახალციხიდან 13 კილომეტრში და სოფელ სპარსიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა 3,4 მაგნიტუდის სიმძლავრით. აღსანიშნავია, რომ გუშინ, ასევე იმ ტერიტორიაზე, ბაკურიანიდან 1 კილომეტრში, ბიძგები დაფიქსირდა 3,4 მაგნიტუდის სიმძლავრით.