საქართველოში 25 ივლისამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, +38 გრადუსი იქნება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში