ერთ წელზე მეტია, რაც ახალქალაქში Cellfie (ყოფილი ბილაინი) სატელეფონო კავშირი გამართულად არ მუშაობს. მეორე სიგნალიდან კავშირი ან წყდება, ან გაუგებარი ხმები ისმის. JNEWS-ი დაუკავშირდა Cellfie-ის ცხელ ხაზზე, საიდანაც გვიპასუხეს, რომ მათ ხაზებთან პრობლემა არ იყო.
ჯავახეთის თითქმის ყოველი მეორე მცხოვრები Cellfie-ს ცუდ კავშირს უჩივის. აბონენტებს არ შეუძლიათ დარეკვა, მათი ზარები რჩება დაუსრულებელი, ან საუბრის დროს ერთ მხარეს ესმის, მეორეს არა.
„დიდი ხანია ვერავის ველაპარაკებოდი ნორმალურად. როცა ვრეკავ, საუბრის დროს წყდება, ან საერთოდ არ ისმის ხმა. არ მესმის, ამდენი მომხმარებელი ჰყავთ, ნუთუ შეუძლებელია მოწესრიგება, რომ კავშირი ნორმალური იყოს? თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად გამოვცვლი ოპერატორს“, – ამბობს ანაჰიტი, რომელიც მრავალი წელია სელფის იყენებს.
„ძალიან ცუდი კავშირია. უკვე მრცხვენია ხალხისთვის დარეკვა, ჩემი მუშაობის ფარგლებში ხშირად მიწევს ოფიციალურ პირებთან დარეკვა, საუბარი შუა გზაზე მთავრდება. ასე თუ გაგრძელდა, ახალქალაქში უამრავ აბონენტს დაკარგავენ“, – ამბობს სუსანი.
Jnews-ი დაუკავშირდა Cellfie-ის ოფისის ცხელ ხაზზე, საიდანაც გვითხრეს, რომ ვერ ხედავდნენ კავშირის პრობლემას და აღნიშნეს, რომ მხოლოდ ორი დღის წინ დააფიქსირეს კომუნიკაციის შეფერხება. ისინი რაიმე პრობლემას საერთოდ ვერ ხედავენ. რჩევა გვიწევენ, ორი წუთით ტელეფონი “ფრენის” რეჟიმში ჩავაგდოთ და მერე დავრეკოთ. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ თანმიმდევრული იქნებიან და შეამოწმებენ კავშირის ხარისხს.
ახალქალაქის ოფისის თანამშრომლები აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ არ იციან ან პასუხისმგებლობის წინაშე ისინი არ დგანან.