15 ივლისს, ახალქალაქის «ჯავახკ» რესტორანში, კომპანია «ესტეროქსმა», ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდმა, «Awesome Foundation Javakhk»-მა და არასამთავრობო ორგანიზაცია “Strong Mind”-მა ერთობლივად მოაწყვეს საინტერესო ღონისძიება ჯავახეთისა და სომხეთის ახალგაზრდებისთვის. პროექტის მიზანი იყო სომხეთის რეგიონების ახალგაზრდების გაცნობა ჯავახეთის ახალგაზრდებისთვის, ასევე მათი არაფორმალური განათლების დონისა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობა.
ღონისძიების დასაწყისში მონაწილეებმა ჯერ ერთმანეთი გაიცნეს, შემდეგ კი მოხალისეების დახმარებით დამეგობრდნენ.
სომხეთიდან სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებმა, რომლებმაც ამ სფეროში წარმატებებას მიაღწიეს, შეკრიბეს ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები, გაუზიარეს თავიანთი წარმატებული გამოცდილება და ასევე უპასუხეს ახალგაზრდებისთვის საინტერესო კითხვებს. ღონისძიებაზე განხილვის თემა იყო მედიცინა, პროგრამირება, მედიაწიგნიერება, დროის-მენეჯმენტი და სხვა საინტერესო თემები.
ჯავახეთში ღონისძიების გამართვის იდეა შემთხვევით არ გაჩენილა, არამედ კონკრეტულ მიზანს ისახავს: ხელი შეუწყოს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობას.
„ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას და არა მარტო, და ეს უკვე მეორედ იმართება ახალქალაქში. ახლა ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ჯავახეთის გაუმჯობესებაში, არამედ სომხურ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებაშიც შევიტანოთ წვლილი, და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს იქნებიან ქართულად მოლაპარაკეები და, რატომაც არა, ქართველი ახალგაზრდები“, – თქვა არმენ ადამიანმა, «ესტეროქსის» დირექტორმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა „წარმატების ფარული მხარე“ წიგნის ავტორი გორ კარაპეტიანი.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ მოვინახულო ჯავახეთი, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნონ და საჭიროების შემთხვევაში შეძლონ ერთმანეთის დახმარება. შემიძლია ვთქვა, რომ ჯავახეთისა და სომხეთის ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობამ წარმატებას მიაღწია“, – აღნიშნავს გორი.
ახალგაზრდობის ზრდას ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაცია „Strong Mind“, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების ორგანიზებაში.
„ბევრი გვეუბნებოდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ «Strong Mind»-ი დაესწრებოდა და ახალგაზრდებს მიეცემოდათ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ და შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ადამიანებს, რაც დაეხმარება მათ ჰქონდეთ სწორი კარიერული ორიენტაცია“, – თქვა «Strong Mind»-ის პრეზიდენტმა და სტუდენტთა სახლის თავმჯდომარემ მჰერ მკრტჩიანმა.
ღონისძიებაზე ისაუბრა დავით მკოიანმა, რომელმაც ახალგაზრდებს «Amazing Foundation Javakhk» პროექტის შესახებ ისაუბრა, კონკურსის გამარჯვებულები და მათი პროგრამები გააცნო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ჯავახეთის სულიერი წინამძღვარი მეუფე ვარდაპეტი (არქიმანდრიტი) ტერ ნშან ჰამაიაკიანი.
„რეალურად, ასეთი შეხვედრები ძალიან ეფექტურია, და რადგან ეს ხელს უწყობს პროფესიული ორიენტაციის საკითხს, მოგვმართეს და შევხვდით ბევრ ახალგაზრდას და შევთანხმდით, რომ სხვადასხვა საკითხში ერთმანეთს დავეხმარებოდით. იმედი მაქვს, რომ ყველა მათგანთან კავშირი გაგრძელდება, მიხარია, რომ სომხეთისა და ჯავახეთის ახალგაზრდებს შორის კავშირი ძლიერია, იგივე სულისკვეთებით უნდა გაგრძელდეს“, – თვა არარატ მეიროიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალიდან.
ერიკი, რომელიც წარმოშობით სომხეთის შორეული ვაიოც ძორის რეგიონიდანაა, ასევე ხაზს უსვამს მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობას.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვმონაწილეობ ამ პროექტში, მაგრამ ყოველ ჯერზე ახალ მეგობრებს ვიძენ ჩემი საყვარელი სფეროებიდან. და, რადგან ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია, ამჯერად გავიცანი უამრავი ადამიანი ვიდეოკამერით, რომელთანაც შევინარჩუნებ ურთიერთობას. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა იპოვო ადამიანები, რომლებსაც აქვთ იგივე უპირატესობები, რაც შენ“, – აღნიშნა მან.
„Strong Mind“ ახორციელებს საზოგადოებრივ პროგრამებს სომხეთის სხვადასხვა რეგიონებში და აგროვებს რეგიონების ახალგაზრდობას. ეს ხელს უწყობს მათ გააქტიურებას, და ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს პროექტი ჯავახეთშიც გაგრძელდება, მომავალ ჯერზე ქართველების ჩართულობით, რადგან აქცენტი ორ ხალხს შორის ურთიერთობების განვითარებაზე გაკეთდება.