2023 წლის პანსომხური თამაშების დელეგაციის 60-კაციანი ჯგუფისთვის სასტუმროსა და სარესტორნო მომსახურების ტენდერში გაიმარჯვა ინდმეწარმე ჰარუთუნ კირაკოსიანმა 101 952 ლარის ოდენობით.
სომხეთში ახალქალაქელი სპორტსმენების სასტუმროებითა და კვებით უზრუნველყოფის ტენდერი 7-დან 22 აგვისტომდე გაიმართა. ტენდერში 101 952 ლარის ოდენობით გაიმარჯვა ინდმეწარმე ჰარუთიუნ კირაკოსიანმა, ხოლო საწყისი თანხა 111 000 ლარი იყო. ამჟამად დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსის, ვალერი სტელმაშოვის თქმით, სპორტულ ტანსაცმელს ტენდერის გარეშე შეიძენენ.
„მხედველობაში გვაქვს 2-3 სამკერვალო სახელოსნო, ვნახოთ რომელი უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის და გავაფორმოთ პირდაპირი კონტრაქტი“, – ამბობს ვალერი სტელმაშოვი.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტსმენების პანსომხურ თამაშებში მონაწილეობისთვის, რომელიც აგვისტოში სომხეთში გაიმართება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 125 000 ლარი გამოყო.
პანსომხური თამაშები 2023 წლის 7 აგვისტოს დაიწყება და 15 დღეს გაგრძელდება. გახსნა ქალაქ გიუმრში გაიმართება, სპორტული შეჯიბრებები – სხვა ქალაქებში.