შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფარი 515-მა ადამიანმა მოითხოვა.
შედარებისთვის, მთელი გასული წლის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელი 1473 იყო.
რომელი ქვეყნების მოქალაქეებმა მოითხოვეს თავშესაფარი საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში:
უკრაინა – 104 მოქალაქე;
ირანი – 93 მოქალაქე;
თურქეთი – 72 მოქალაქე;
რუსეთი – 49 მოქალაქე;
ინდოეთი – 17 მოქალაქე.