კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „ჰაიარტუნში“, სომხეთის ტავუშის ეპარქიის ახალგაზრდული კავშირის ხელმძღვანელმა თოვმას არაკელიანმა, სომეხ ახალგაზრდებს შეხვედა. შეხვედრის თემა ქრისტიანობა იყო. ესწრებოდა მღვდელი ტერ კირაკოს სიმონიანიც.

შეხვედრის დეოს, განხილული იქნა ისეთი თემები როგორიცაა, დეზინფორმაცია როგორც რელიგიის, ასევე ქრისტიანობის შესახებ. კითხვა-პასუხის ფორმატში ახალგაზრდებმა გამოხატეს საკითხვები, რომლებიც მათ აღელვებთ, მაგალითად,  როგორიცაა ნათლობა, ლიტურგიებში მონაწილეობა, რელიგიური ქადაგებები და სხვა. თოვმას არაქელიანმა დამსწრეების ყურადღება სექტანტობაზე გაამახვილა, მაგალითების სახით განმარტა მათი გავრცელების მიზეზები და შედეგები, ისაუბრა ახალგაზრდობის როლზე რელიგიის სწორად გავრცელებაში, ხაზი გაუსვა მასში ყველას ჩართულობას. ხაზი გაუსვა, რომ ძალიან ხშირად მათ ქადაგებას შეუძლია უფრო დიდი გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, ვიდრე სასულიერო პირების ქადაგებამ.

 

tovmas araqel
tovmasss

Jnews-თან საუბარში ტავუშის ეპარქიის ახალგაზრდული კავშირის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების გამართვა სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან საუბარი, მუდმივი გაცნობა და კომუნიკაცია, პატრიოტიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ვიცნობდეთ ერთმანეთს, განსაკუთრებით დღეს, როცა ინტერნეტი ამდენ შესაძლებლობებს იძლევა. ვფიქრობ, ეს უნდა გამოვიყენოთ ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ ვასწავლო იმდენად, რამდენადაც ვისწავლო. აქაური ახალგაზრდებისგან ბევრი რამის სწავლა მოვახერხე, ის, რომ ისინი სომხები არიან, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, ის, რომ ისინი სომხებად დარჩნენ, თავისთავად უსიტყვო, მაგრამ მარადიული მჭევრმეტყველი გზავნილია“, – თქვა არაკელიანმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ჯავახეთში მსგავსი შეხვედრების ორგანიზება.