პოლონეთში 2023 წლის ევროპის თამაშები ტარდება, სადაც 2024 წლის ოლიმპიადის ბილეთები თამაშდება. ახალქალაქელი მოკრივეები არტიუშ გომციანი და არტიომ იორდანიანი ბილეთებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ვერ მოიპოვეს. ამას გარდა, კიდევ ორი შესაძლებლობა აქვთ, რათა ნანატრი ბილეთები მიიღონ.
21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით კრაკოვში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ევროპული თამაშები იმართება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამარჯვებისთვის არტიომ იორდანიანი და არტიუშ გომციანი იბრძოდნენ.
27 ივნისს ორივე სპორტსმენს ორთაბრძოლა ჰქონდა: არტიომ იორდანიანი დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა, ხოლო არტიუშ გომციანმა გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა. 28 ივნისს არტიუშ გომციანი ესპანელ სპორტსმენს დაუპირისპირდა და მეტოქესაც ანგარიშით 4:1 წააგო. გულშემატკივრებისა და სპეციალისტების აზრით, ესპანელის გამარჯვება მოულოდნელი იყო. ბრძოლის დასრულებამდე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ არტიუშ გომციანი გაიმარჯვებდა, თუმცა ბრძოლის შედეგებმა სხვა ჩვენა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შესულ ახალქალაქელ მოკრივეებს პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვების კიდევ ორი მცდელობა აქვთ. ორი საერთაშორისო კონკურსი იგეგმება, სადაც ბილეთებიც გათამაშდება.
კრივი 22 კვოტა მამაკაცებსა და 22 კვოტა ქალებში თამაშდება.
კრაკოვის თამაშები ისტორიაში მესამე ევროპული შეჯიბრებაა. პირველი 2015 წელს ბაქოში გაიმართა, მეორე – მინსკში 2019 წელს. 48 ქვეყნიდან 7 000 სპორტსმენი სპორტის 29 სახეობაში პრიზებისთვის იბრძოლებს.