ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ხის ფერადი სათამაშო სახლი, მოედანი ააშენეს. ჯერ სრულად მოწყობილი არ არი. საქანელისა და გორაკის დამატებაა დარჩენილი.
Jnews-ი შეეცადა გაერკვია, თუ რომელი პროექტით მოეწყო სათამაშო მოედანი.
მერის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ განაცხადა:
„ხის სათამაშო მოედანი პროექტის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში დამონტაჟდა. ახალქალაქში ამ პროექტით შენობების ფასადის ნაწილები, მერიის წინ მდებარე მოედანი და სხვა ობიექტები გარემონტდა“.
ახალქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით, გასულ წელს ქალაქის ცენტრალურ პარკში ახალი სათამაშო მოედანი დამონტაჟდა, ძველი კი გარემონტდა.
2021 წლის ივლისიდან ახალქალაქში ცენტრალური ქუჩის შენობების ფასადებს არემონტებენ, რომელსაც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ახორციელებს.