„ცეკვა ლექსია, მისი ყოველი მოძრაობა – სიტყვა“ – 26 ივნისს კულტურის სახლის სცენაზე ამ სიტყვებით გაიხსნა ახალქალაქის ეთნო-ცეკვის ანსამბლების კონცერტი.

ახალქალაქის კულტურის სახლის სცენაზე ანსამბლმა “ჯავახკმა”, “მურჯმა” და “ჯავახეთმა” სომხური და ქართული ცეკვები შეასრულა. დარბაზი სავსე იყო. კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სცენაზე სკოლის ასაკის ბავშვები გამოდიოდნენ, დაფრინავდნენ და საუკეთესო პერმორმანსს ქმნიდნენ. ანსამბლები ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვებისგან შედგება. ეროვნული სამოსი გამოწყობილი ბავშვები ცეკვის სხვადასხვა ელემენტებს ასრულებდნენ. ანსამბლი “მურჯი” საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ცეკვებს წარმოადგენდა, ხოლო ანსამბლმა “ჯავახკიმ” სომხური და ქართული ცეკვები გააერთიანა. თანამედროვე ქორეოგრაფიული ცეკვებიც წარმოადგინეს.

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1