„ვაგნერის“ მებრძოლებმა ქალაქ ვორონეჟში ყველა სამხედრო ობიექტზე აიღეს კონტროლი. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული რედაქციის წყაროები იუწყებიან.
„ბიბისის“ ცნობით, ქალაქ ვორონეჟის ოფიციალურ პირებს აღნიშნულზე ჯერ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. იმავდროულად, ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში ჯავშანტექნიკის გადაადგილების შესახებ ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.
მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ვორონეჟის რეგიონში ახლა “ოპერატიულ და საბრძოლო ქმედებებს“ ახორციელებენ.