ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, სავარაუდოდ, ორი პირი დააჯარიმეს.
შემთხვევა გუშინ, 22 ივნისს მოხდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, ორბელიანების სასახლესთან ანტიდასავლური ჯგუფების წარმომადგენლები მივიდნენ და პროტესტის ნიშნად ევროკავშირის დროშა დაწვეს.
ჯარიმის ქვითარი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა პროსამთავრობო ტელევიზიის, POSTV-ის წარმომადგენელმა ნათია ბერიძემ, რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ვისაც სურვილი ექნება, ჯარიმის თანხის შესაგროვებლად თანხა გადარიცხონ.
შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.