7 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პავლე გამყრელიძემ Jnews-თან სატელეფონო საუბრისას პირობა დადო, რომ რამდენიმე დღეში აღმაშენებლის ქუჩის სახიფათო გზის მონაკვეთზე (სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები მომრავლდა და ფეხით მოსიარულეებიც ზარალდებიან) ნიშნები, ზებრები, სარკეები დამონტაჟდება. მისივე თქმით, თუ 12 ივნისამდე კომპანია “ჯავახ ავტო გზა” სამუშაოებს არ დაასრულებს, კომპანია დაჯარიმდება.
ორი კვირის შემდეგ გზის სახიფათო მონაკვეთზე ნიშნები, ზებრა ან სარკე არ გამოჩენილა.
აღმაშენებლის სახიფათო მონაკვეთი – რატომ არის ავტოსაგზაო შემთხვევები თანმიმდევრული
„აუცილებლად მოვიმოქმედებთ რაიმეს. კომპანია დაჯარიმდება, რათა შემდეგში იგივე არ განმეორდეს. ჯარიმის შესახებ წინასწარ შევატყობინებთ და გპირდებით, საქმეს ძალიან მალე დაასრულებენ. საჯარიმო თანხა ხელშეკრულებაშიც არის გათვალისწინებული. შეიძლება ვცდები, მაგრამ თანხა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1% უნდა იყოს. ყოველ კვირას მანამ დაჯარიმდებიან, სანამ სამუშაოს არ დაასრულებენ. 2-3 ჯარიმის შემდეგ შეგვიძლია ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გავწყვიტოთ“, – აცხადებს პავლე გამყრელიძე.
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოდან “ავერსის” აფთიაქამდე, აღმაშენებლის ქუჩაზე გზის დაახლოებით 1 000-1 500 მეტრზე, რომელიც ასევე მაგისტრალია, მრავალსართულიანი შენობებია განლაგებული. აქ ორივე მხარეს უამრავი მაღაზია, ავტომანქანების ტექმომსახურება და საბანკეტო დარბაზებია. მაგრამ ქუჩის მთელ სიგრძეზე არც ერთი საცალფეხო გადასასვლელია. რამდენიმე ადგილას მხოლოდ ნიშნებია დამონტაჟებული. გზაზე, სადაც მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ, ხალხი გადადის. თუ ერთი მძღოლი ფეხით მოსიარულეს გზას უთმობს, მეორეს, რომელიც უკან მიჰყვება, შეუძლია გამვლელს დაეჯახოს. ფეხით მოსიარულე ავტოსაგზაო შემთხვევაში სულ რაღაც ორი კვირის მოხვდა. ქალი გადარჩა, თუმცა მძიმე მოტეხილობები აღენიშნა.
აღმაშენებლის ქუჩას საფუძვლიანი რეაბილიტაცია 2019-2020 წლებში ჩაუტარდა. თუმცა სამუშაოები პროექტით გათვალისწინებული მონიშვნების გარეშე და საგზაო ნიშნების არასრული შემადგენლობით დასრულდა. მაგისტრალის მომსახურების ფარგლებში, მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, სამუშაოები არ განახლებულა. რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანია “ჯავახ ავტო გზაა”, რომელიც ავტომაგისტრალის მომსახურე კომპანიაც არის.