შარშანდელი ტონობით კარტოფილი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა, რადგან ფერმერებმა მთლიანი მოსავალი ვერ გაყიდეს, რასაც უამინდობაც დაემატა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის სოფლებში წვიმამ დათესილი კარტოფილი დატბორა, მაგრამ მინდვრებისთვის კომპენსაცია არ გაითვალისწინეს. სახელმწიფო სუბსიდირებას მხოლოდ აგროდაზღვევას უკეთებს, ადგილობრივი ფერმერები კი კარტოფილის მინდვრებს არ აზღვევენ. დაზარალებულებმა გადაწყვიტეს დახმარებისთვის მთავრობას მიმართონ, რადგან ზოგიერთის მინდორი წყალმა სრულად დაფარა.

ახალქალაქის სოფლებში ფერმერებმა კარტოფილის რეალიზება ვერ შეძლეს. ამინდის დათბობასთან ერთად კარტოფილი საწყობებში გაფუჭდა და ხალხმა ნაგავსაყრელზე გადაყარა. რთული წელიწადი და უზარმაზარი ფინანსური ხარჯები მიწასთან გასწორდა.

вуй2

ამ წარუმატებლობისგან დაბნეული ფერმერები მეორე პრობლემას შეეჩეხნენ – ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ კარტოფილის მინდვრები დააზიანა. წყალმა მიწასთან ერთად კარტოფილიც ჩარეცხა. ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა სოფელ კოჩიოსა და ბარალეთში დადგა.

syixiya

ახალქალაქში მიწათმოქმედები მოსავალს, აგროდაზღვევის სახელმწიფო სუბსიდირების მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზით არ აზღვევენ. დაზღვევის შემთხვევაში კი მიწათმოქმედებს კონპენსაციის მიღება შეუძლიათ, რადგან სადაზღვევო კომპანიები მოსავალს როგორც სეტყვისგან, ისე წყალდიდობისგან აზღვევს. რადგან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაც არსებობს, ადგილობრივი ხელისუფლება მსგავს ზარალს არ აანაზღაურებს.

pole kartofel

სოფელ კოჩიოში ძლიერმა წვიმამ 17 ჰა კარტოფილის მინდორი და ბალასანიან ტიგრანის სუნელი გააფუჭა. მოსახლეობის თქმით, წვიმამ კარტოფილის მინდვრები 40%-50%-ით დააზიანა. ძირითადად ფერდობის მინდვრები დაზარალდა.

მუსიკიანების ოჯახში ძლიერმა წვიმამ ჩამორეცხა ყველაფერი, რაც წელს დარგეს.

„რაც დავთესეთ, წყალმა ჩამორეცხა და წაიღო – 80 მეასედი კარტოფილი, 1,20 მეასედი ქერი და 10 მეასედი სუნელი.  თანაც მინდვრები ფერდობზე იყო. არ ვიცით როგორ მოვიქცეთ. მოსავალი დაზღვეულიც არ იყო. ვაპირებთ სამინისტროში წერილი გავგზავნოთ, რათა როგორმე დაგვეხმარონ“, – განმარტა თელმან მუსიკიანმა.

მისივე თქმით, სოფელ კოჩიოში დაახლოებით 70 ჰექტარი მინდორი და სოფლის მოსახლეობის 50% დაზარალდა.

ახალქალაქელი ფერმერების თავდაუზოგავი შრომა და ხარჯები ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა.

მიიღებენ თუ არა სტიქიისგან დაზარალებულები კომპენსაციას

სეტყვამ ახალქალაქში ყველაზე მეტად 3 სოფელი დააზარალა