საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სააგენტოს განყოფილების უფროსი, ლაშა შალამბერიძე ახალქალაქის მერიის შენობაში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა 24 ივნისს, მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, იურიკ უნანიანი, სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების რეგიონალური სამსახურის უფროსი, ნანა ზუბაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების მთავარი სპეციალისტები საქართველოს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრაზე ლაშა შალამბერიძემ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო პროექტები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონებში ახორციელებს. განმარტა, როგორ დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე https://my.mepa.gov.ge/LogOn და ისაუბრა იმაზე, თუ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სამინისტროსა და ფერმერებისთვის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დახმარებით მიიღებს მონაცემებს ფერმერების საქმიაონობის, ფერმების რაოდენობის, დარგული და დათესილი კულტურების რაოდენობის, მოსავლისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული დეტალების შესახებ, მათი უკეთ მართვის, რეგულირებისა და კონტორლის მიზნით.
ვებსაიტის დახმარებით, სამინისტროს ექნება მონაცემთა ბაზა: რომელ რეგიონში რა კულტურა მოჰყავთ და რა რაოდენობი, რამდენი მოსავალია მოსალოდნელი, რამდენი უნდა გაიყიდოს. საიტზე დარეგისტრირებით თითოეულ ფერმერს შეუძლია მისთვის საინტერესო კითხვის დასმა და პასუხის მიღება. აგრეთვე შესაძლებელია ფოტოსდ განთავსება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებების და მკურნალობის მეთოდების შესახებ რჩევის მიღება.
ინფორმირების შემდეგ ლაშა შალაბერიძემ შეკრებილთა შეკითხვებს უპასუხა. განიხილეს, კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები. გაჩნდა კითხვა, რატომ წააწყდნენ ფერმერები კარტოფილის გაყიდვის პრობლემას და მათი მოსავალი, რატომ აღმოჩნდა ნაგავსაყრელზე?
როგორც შალაბერიძემ განმარტა, საიტი, რომელზეც ისინი ფერმერებს დარეგისტრირებას სთავაზობენ, ხელს შეუწყობს ამ პრობლემის თავიდან აცილებას.
”თუ ამ საიტზე შეავსებთ ინფორმაციას თქვენი მოსავლის ოდენობის შესახებ, ამ ინფორმაციას გადავცემ ექსპორტიორ კომპანიებს, რომლებიც ამით არიან დაინტერესებულნი. გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ამ პროგრამაში, რათა გქონდეთ სანდო ინფორმაცია რეგიონში კარტოფილის რაოდენობის შესახებ. ვხედავ ორ მიზეზს იმისა, თუ რატომ არ შეგვიძლია კარტოფილის გაყიდვა. დარტყმა მე მივიღე, როდესაც გავიგე, რომ ექსპორტიორებმა ჩვენი კარტოფილი შეაფასეს, როგორც დაბალი ხარისხისა, უხარისხო. ამიტომ თქვეს უარი მის შეძენაზე”, – განმარტა ლაშა შალაბერიძემ.
შალაბერიძის თქმით, ფერმერებმა უნდა იმუშაონ კარტოფილის ხარისხის გაუმჯობესებაზე და შეძლონ თავიანთი პროდუქციის ლამაზად და ესთეტიკური ჩვენება. ასევე, დაიწყონ სხვა კულტურების მოყვანა და მხოლოდ კარტოფილზე არ უნდა შეჩერდნენ.
შეხვედრაზე, ასევე, წამოაყენეს ელვადამცავი მოწყობილობების დაყენების საკითხი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის დაზღვევის პროგრამა გააჩნია. თუმცა, ფერმერებმა სადაზღვევო კომპანიების მუშაობა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ მათ არ სურთ მათთან საქმის წამოწყება.
სამინისტროს წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ ამ ინფორმაციას აუცილებლად გადასცემს შესაბამის სამსახურებს. ხოლო, უკმაყოფილების შემთხვევაში ფერმერებს ცხელ ხაზზე დარეკვა ურჩია.
ფერმერები, ასევე, დაინტერესდნენ 1.25 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და სარწყავი სისტემის არარსებობის შესახებ.
”ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ პროექტზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონებში ახორციელებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ახალი ეტაპისთვის. ყოველ წელს ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს. ვიცით ყველა პრობლემის შესახებ, თუმცა ბიუჯეტი არ არის საკმარისი. ამიტომ ვცდილობთ, ის რაციონალურად გამოვიყენოთ”, – განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.