ახალქალაქის ცენტრში, მაშტოცის მოედანი დღეს ტრანსპორტისთვის დაიკეტა, ქალაქი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის ემზადება. მოედნის ცენტრში განთავსდება სცენა და სხვა ინსტალაციები, ამიტომ ცენტრი დღეს და ხვალ გვიან საღამომდე დაკეტილი იქნება.
დღეს, დილით, ჯავახიშვილისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე მაშტოცის მოედნისკენ, ასევე თავად მოედანზე პოლიციის ლენტები გამოჩნდა. დამოუკიდებლობის დღისთვის ქალაქის ცენტრის მორთულობაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალური მოედანი დღეს და ხვალ გვიან საღამომდე დაიკეტება გადაადგილებისთვის, სცენის და სხვა ინსტალაციების აღებამდე.
აღსანიშნავია, რომ დილით, მთავარ ქუჩაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა. სცენის დადგმის პროცესი უკვე დაწყებულია.
წლეულს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ახალქალაქში მასშტაბური სადღესასწაულო ღინისძიება .
როგორ აღნიშნავენ 26 მაისს ახალქალაქში