ახალქალაქის მაღალსართულიანი შენობები ყოველწლიურად წყლის გარეშე რჩება, ან წყალი ისეთი დაბალი წნევით მოდის, რომ გამათბობელი არ მუშაობს. მიზეზი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სარწყავი სეზონია.
მესამე დღეა, მთელ ქალაქში, მაღალსართულიან შენობებში წყალი ძალიან მცირე ნაკადით მიედინება, ხოლო მაღალ სართულებზე წყალი საერთოდ არ აქვთ.
“მიზეზი ის არის, რომ წყალი არხებით სოფელ აბლარიდან მოგვეწოდება. ქალაქში ეზოებში, სადაც, რამეს თესავენ, წყალს მუდმივად სარწყავად იყენებენ. ეს არის მიზეზი. ჩვენ არ გვაქვს დაზიანებები, რომ აღმოფხვრათ,
ძირითადად, პრობლემა იჩენს თავს, რადგან ცხელი ამინდებია, საჭიროა მორწყვა, ხოლო ქალაქის სასმელი წყლით მომარაგება იწყება სოფელ აბლარიდან და გადის სოფელ კულიკამში, ბავრაში და მის ფარგლებს გარეთ.
“ახლა ამ წყლით არ ირწყვება მინდვრები. ჩვენ ვიყავით ადგილზე, როგორც კულიკამში, ასევე ხულგუმოში. ისინი რწყავენ მინდვრებს სპეციალური არხებით. მაგრამ სოფელ კულიკამში და ქალაქში არის სახლები, სადაც წყალი მუდმივად მიედინება. ეს ფაქტორები ერთმანეთს ემატება და წყლის წნევა მთლიანად იკლებს. მოხმარება შეიძლება გაიზარდოს აბლარაში ჩამკეტის სრულად გახსნით. იქიდან წყალი სრულად მიედინება და ქალაქში იკარგება. წნევა, რამდენადაც შესაძლებელია გაზრდილია”, – ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.
ახალქალაქის მერის ამბობს, რომ პრობლემა ყოველწლიურად იჩენს თავს, გამოსავალი არ არსებობს. მერიამ მოსახლეობას სთხოვა მოითმინონ სარწყავი სეზონის დასრულებამდე.
“ეს წყალი საკმარისი იქნებოდა ჩვენთვის, ამ თვეში, ივლისიდან 15-20 აგვისტომდე, ყოველწლიურად გვაქვს ეს პრობლემა. არსებობს სოფლები, სადაც წვეთი წყალიც კი არ აღწევს. გუშინ ხალხი ჩამოვიდა სოფელ დილისკადან საჩივრით. ყოველწლიურად წყალს სარწყავად ხსნიან და ყოველ წელს ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. ალტერნატივა არ არსებობს, არც გეგმაში გვაქვს. ჩვენი ქალაქისთვის წყალი საკმარისი უნდა იყოს. წყალმომარაგება კონტროლდება. გუშინ ვესაუბრეთ მათ, ყველა გავგზავნეთ შემოწმებაზე, ხვრელები იმგვარად არის გაკეთებული, რომ შეუძლებელი იყოს მათი პოვნა და დანახვა”,- ამბობს ახალქალაქის მერი, იურა უნანიანი.
სოფლის მეურნეობის ექსპერტის, მახარე მაცუკატოვის აზრით, ეს პრობლემა კომუნისტების დროიდან დაიწყო, როდესაც წყლის მილები დამონტაჟდა. თუმცა, მისი მოგვარება შესაძლებელია, ამავე დროს, საჭიროა გაფილტრული სასმელი წყლის დაცვის ხომების მიღება. ეს გადაჭრის სხვადასხვა ეპიდემიის და დაავადებების საკითხს, რომლებიც წყლის საშუალებით გადადის.
“მაშინ, როცა წყალი სოფელ კულიკამში გაიყვანეს, ისე გააკეთეს, რომ სოფლის მოსახლეობამ ამ წყალსადენზე ხვრელები გააკეთა მინდვრების მოსარწყავად. ახლა, როდესაც სარწყავი სეზონი იწყება, ყველა ხსნის ონკანს და წყლის წნევა, ანუ წყლის დებეტი იკლებს. ამიტომ ახალქალაქში წყალი კარგად ვერ აღწევს. აქ უკვე ჩნდება კითხვა, საჭიროა თუ არა ყველა ამ ონკანის დახურვა. რასაც სოფლის მოსახლეობა არ დაუშვებს, რადგან წყალი წყვეტს მათ სარწყავ პრობლემას. ამ პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს. კიდევ ერთი სისტემის გაყვანა, ისე რომ ან არ გაიაროს მინდვრებში ან დაცული იყოს ისე, რომ არავინ შეეხოს ამ ხაზს. ამ მიწების სარწყავი წყლით სისტემის მიწოდების სხვა გამოსავალიც არსებობს. მაგრამ მეორე ვარიანტისთვის აუცილებელია კვლევის ჩატარება, როგორ და რამდენად არის შესაძლებელი ამის გაკეთება. მაგრამ, სავარაუდოდ, უმჯობესია ამ წყალმომარაგების სარწყავად დატოვება და ქალაქისთვის ახლის აშენება. მაგრამ მეორეს მხრივ, ახლის გაკეთება, იმიტომ, რომ მთელი ეს წყალი თუჯის და რკინის მილებიდან მოედინება, სხვადასხვა დროს ეს მილები ერთი მასალადინ მეორეთი იცვლებოდა “, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2010 წლის ივლისში მიღებული რეზოლუციის თანახმად, ყველას აქვს უფლება მიიღოს საკმარისი წყალი პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის (დღეში 50 – დან 100 ლიტრამდე).