სოფელ დილისკას ხელოვნური ტბა, რომლითაც მიმდებარე მინდვრები ირწყვება, კაშხლით გაღრმავდება. რისთვისაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 665 ლარი გამოყო.
30 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სოფელ დილისკაში ხელოვნური ტბის გაღრმავებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოყვეს. რეალიზაციის პროექტი მზადაა და წელს განხორციელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არამ მოვსისიანმა შეხვედრაზე საკრებულოს დეპუტატებს ყველა ის პროექტი წარუდგინა, რომელიც წელს იგეგმება, მათ შორის დილისკის „ხელოვნური ტბის“ პროექტიცაა.
„აქ ადრე იყო ტბა, მაგრამ პატარაა და გვინდა, რომ პროექტი სწრაფად განვახორციელოთ, ტენდერი გამოვაცხადოთ, რათა ხალხმა ტბა გამოიყენოს. პროექტი მზად არის და შემდგენელმა ხარჯთაღრიცხვაც გააკეთა. უბრალოდ წინ მიწას დავყრით, რათა მეტი წყალი შეგროვდეს და კაშხალი შეიქმნება. ეს ტბა სოფელ დილისკაში მორწყვის საკითხს სრულად ვერ მოაგვარებს, რადგან ამ სოფლის ტერიტორია ძალიან დიდია, ტბა მხოლოდ მიმდებარე მინდვრებს მორწყავს“, – განმარტა არა მოვსისიანმა Jnews-თან ინტერვიუში.