რძის მრეწველობის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც გასულ წელს ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის არასამთავრობო ორგანიზაციამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა, კარგი შედეგი აჩვენა. პროგრამა წელსაც გარკვეული ცვლილებებით გაგრძელდება.

პროგრამის ინიციატორი მეწარმის სოსიკო ამირხანიანის თქმით, გეგმამ დადებითი შედეგი აჩვენა.

პროგრამით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თოთხამის, დილისკას, მაჯადიას, კუმურდოს, კარწახის, სულდას, ალასტანის ფერმერებმა ისარგებლეს.

არმენ ამირხანიანის თქმით, დაინტერესებული ძალიან ბევრია და ფიქრობენ, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიმართავთ მათ.

“შედეგი ძალიან კარგია, თუმცა ყველაფერი ეტაპობრივად, განაყოფიერების დროიდან გამომდინარე ვითარდება. იმედი გვაქვს, ახალი ჯიშის 400-მდე ხბოს მივიღებთ”, – ამბობს არმენ ამირხანიანი.

ორ მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში 700-მდე ძროხა განაყოფიერდა და 30 ხბო მიიღეს და კიდევ ელოდებიან. ზოგიერთ სოფელში, დილისკაში, მაჯადიაში, თოთხამში, არმენ ამირხანიანის განმარტებით, პირველი შედეგები უკვე მიიღეს და ძალიან კმაყოფილები არიან.

პროექტის ფარგლებში ძროხებს “შვიცისა” და “ჯერსის” ჯიშებით ანაყოფიერებენ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პროგრამა პატარა ხანჩალში, დიდ ხანჩალში, განძაში გამოიყენეს.

არმენ ამირხანიანის განცხადებით, ჯავახეთში ძროხის ჯიშის შეცვლის საკითხი ძალიან აქტუალურია და იგი ფერმერებს აწუხებს.

„სოფლების მოსახლეობამ ეს საკითხი შეხვედრებზე წამოჭრა“, – თქვა არმენ ამირხანიანმა.

მოსახლეობაში გავრცელებული დეზინფორმაციის მიუხედავად, თითქოს მშობიარობისას  პრობლემები იქმნება, პროგრამა წელსაც გრძელდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით.

„დეზინფორმაციის წინააღმდეგ ვიბრძოდით, რომლის თანახმად ძროხებს მშობიარობისას პრობლემა ექმნებათ, რადგან განაყოფიერება ხელოვნურად, “შვიცის” და “ჯერსის” თესლით ხდება, ხბოები დიდები იბადებიან. მოსახლეობას ამის გამო შეეშინდა“, – ამბობს არმენ ამირხანიანი.

მომავალი ცვლილებები ჯერ უცნობია. პროგრამა ღორებსაც შეეხება.

რატომ უნდა აირჩიოთ ხელოვნური განაყოფიერება?

ნახირის პირობებში პირუტყვის ბუნებრივი შეჯვარება ხშირად შემდეგ რისკებს უკავშირდება:
• ხარიდან ძროხებზე დაავადებების გადაცემა, განსაკუთრებით ბრუცელოზი, რომელსაც ყველაზე ხშირად ნახირი ხარები ავრცელებენ
• შეჯვარება, რაც ძროხების პროდუქტიულობის და სხვა ჯიშის მახასიათებლების შემცირებას იწვევს
• არასასურველი და უკონტროლო მშობიარობა.

პროგრამა შემდეგ რეგიონებში ხორციელდება: სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ჯავახეთში ხელოვნური განაყოფიერების პროგრამა დაიწყო