ახალქალაქში სოფლის-მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების წინა დღეს აზოტის სასუქების ფასი თითქმის გაორმაგდა.
Jnews-ი შეეცადა ერთი ტომარა აზოტის სასუქის ფასის გარკვევაა ახალქალაქის გაყიდვის პუნქტებში. ჩვენი მოკლე გამოკითხვით გაირკვა, რომ ერთი ტომარა აზოტის ფასი 70-75 ლარის ფარგლებში მერყეობს. შარშანდელთან შედარებით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოში წარმოებული და 40-45 ლარი ღირებულების აზოტის ფასი თითქმის გაორმაგდა, რაც ახალქალაქელი ფერმერებისთვის ძალიან მაღალი ფასია.
ფერმერი, ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი, მახარე მაცუკატოვი მიიჩნევს, რომ გაძვირების გამო ბევრი ფერმერი წინა წლებთან შედარებით ნაკლებ კარტოფილს თესავს.
„მიუხედავად ყველა გარემოებისა, გირჩევთ აუცილებლად მოიყვანოთ კარტოფილი და ხორბალი, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ მისი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იყო დრო, როცა კარტოფილის მოყვანის წყალობით ხალხი არ შიმშილობდა“.
მახარე მაცუკატოვის აზრს იზიარებს Jnews-ის მიერ გამოკითხული ბევრი ფერმერი და აღნიშნავენ, რომ კარტოფილის რეალიზაცია რთულია, აზოტის ფასი კი ძალიან მაღალი.
კარტოფილსა და სხვა კულტურებზე მომუშავე ფერმერები გაურკვევლობაში არიან, არ იციან მინდვრები სასუქის ნაცვლად ნაკელით დაამუშაონ თუ დაელოდონ მთავრობის მხრიდან რეაგირებას.
ლიდა ალმასიანი