მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის უმსხვილეს ექსპორტიორთა ათეულში ცვლილებებია. ტოპ-10  ჯორჯიან მანგანეზმა და  ჯი თი ემ გრუპმა დატოვეს. ათეულში კი კავკასიის ავტოიმპორტი და შპს რუსელოის შევიდნენ.

ათეულში შემავალი დანარჩენი 8 კომპანია კვლავ უცვლელია.

2023 წლის იანვარ-აპრილის  უმსხვილეს ექსპორტიორთა ჩამონათვალს  gbc.ge აქვეყნებს.

  • შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  • სს RMG Copper;
  • სს რუსთავის აზოტი;
  • შპს Caucasian Metals Terminal;
  • შპს RMG Gold;
  • შპს აჭარა ტექსტილე;
  • შპს კავკასიის ავტოიმპორტი;
  • შპს რუსელოის;
  • შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი;
  • შპს ტოიოტა კავკასია.

რას წარმოადგენს ათეულის ახალ წევრი შპს რუსელროის

შპს რუსელროის-ი 2015 წელს არის დაფუძნებული. მისი მმართველობის ორგანოს წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოი, რომლის თავმჯდომარე/წევრი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ჯანი მიხაილოვია. ასევე თავმჯდომარე/წევრია მინდია მინდელი.ხოლო წევრი შალვა შალაშვილი. შპს-ს გენერალური დირექტორია ნუგზარ კევლიშვილი.

კომპანიის 100%-იან წილს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია WINDMOON LIMITED-ი ფლობს.

შპს „რუსელოისი“  ფეროშენადნობთა ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია საქართველოში. კომპანიის კუთვნილი ფეროშენადნობთა ქარხანა აშენდა  2005 წელს და აღჭურვილია ორი 9MVA სიმძლავრის ღია ტიპის ელექტრო რკალური ღუმლით.

გარდა ფეროშენადნობთა წარმოებისა, კომპანია ფლობს მანგანუმის მადნის რამდენიმე საბადოს დასავლეთ საქართველოში და ახორციელებს მადნის მოპოვებას და მანგანუმის კონცენტრატის წარმოებას საკუთარ გამამდიდრებელ ქარხანაში ქ. თერჯოლაში.

2008 წლის 18 ივლისს შპს „რუსმეტალზე“ გაიცა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის წარდგენილი ფეროშენადნობთა ქარხნის რეკონსტრუქცია გაფართოების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საფუძველზე; ხოლო 2016 წლის 3 თებერვალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის №-65 ბრძანებით შპს ,,რუსმეტალზე’’გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გადაეცა შპს „რუსელოისს“ და საწარმოს დაევალა 2008 წლის 18 ივლისის №30 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების შესრულება. საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში.