საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრი შეუფერხებლად იღებს გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-მა ხარვეზის შესახებ ინფორმაცია დღის პირველ ნახევარში გაავრცელა და მასთან დასაკავშირებელი ალტერნატიული ნომრები გამოაქვეყნა.