ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე, “ლუკოილის” ავტოგასამართი სადგურის მოპირდაპირედ, მსუბუქი ავტომობილი მოხუც ქალს დაეჯახა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს გონება არ დაუკარგავს.

BMW-ს მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, თუმცა თვითმხილველების თქმით, ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს არ ადანაშაულებდა და დამნაშავე თავად იყო.

ქალი საავადმყოფოში საკაცით გადაიყვანეს. ჩატარებულმა გამოკვლევებმა მოტეხილობები გამოავლინა.

351744650_1390247798482164_8073920948224646470_n

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა, რომელიც გულისხმობს „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად ან მძიმე დაზიანება გამოიწვია”.

შემთხვევა ჯარიმით, ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან სამ წლამდე თანამდებობის თუ საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.