დემირჩიანის სახელობის მე-4 საჯარო სკოლაში 19 მაისს ბოლო ზარი დაირეკა. სკოლა 52-მა მოსწავლემ დაამთავრა.

demirchyan6

demirchyan7

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, მასწავლებლებისა და მშობლების მიმართ მადლიერების სიტყვები წარმოთქვეს და სკოლას დაემშვიდობნენ.

demirchyan4

demirchyan3

demirchyan2

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს 599 სკოლადამთავრებულია. 19 მაისს მე-3 (ჭავჭავაძის სახ.), მე-4 (დემირჩიანის სახ.) და ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. 20 მაისს – მე-2 სკოლაში (რუსული), 21 მაისს – N1 სკოლაში (თუმანიანის სახ.), ხოლო 22 მაისს მე-5 სკოლაში (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) აღნიშნავენ სკოლის ბოლო დღეს. ბოლო ზარს ყველა სოფლის სკოლა ზეიმობს.

demirchyan5

demirchyan8