მადატაპას ტბაზე ძალიან ცოტა ფრინველია, რისი მიზეზიც კვერცხების დადების პერიოდია. კუნძულზე შორიდან თეთრი ჩიტები ჩანან, რომლებიც არ მოძრაობენ. არიან ისეთებიც, რომლებმაც ბუჩქებში დადეს კვერცხები. ფრინველთა დაახლოებით 40 პროცენტი კვერცხებს მადათაფას კუნძულზე დებს. აგვისტოში დედა ფრინველები მინდვრებიდან და კუნძულიდან თავიანთ წიწილებს ტბაზე უშვებენ.
მადათაფაში 180 სახეობის ფრინველი ბინადრობს. ტბა ჯავახეთის ზეგანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მადათაფას ტბაზე იმდენი სახეობის ფრინველია, რამდენიც ჯავახეთის ეროვნული პარკის მთელ ტერიტორიაზე. გედები, ფლამინგოების მსგავსად, შარშან ჩამოვიდნენ.
ახლა ყველა ფრინველმა დადო კვერცხი. მათგან ყველაზე საშიში წითელი იხვია – კვერცხებს მელიების ხვრელში დებს და მელიასაც არაფრის გაკეტება შეუძლია.
მადათაფას ტბას ტურისტები უკვე სტუმრობენ, კვირაში 5-6 ტური ეწყობა. ტურისტები ჩივიან, რომ ტბის ტერიტორიაზე ნაგვის ურნა ძალიან ცოტაა.
რამდენადაც ლამაზია მადათათას ტბა, იმდენად პრობლემურია; წლების განმავლობაში არ მოგვარებულა ბევრი პრობლემა.
შარშან არც წვიმა და არც თოვლი იყო. ტბაში წყლის დონემ დაიკლო და კუნძულად დაშრა. ამჟამად წყლის დონემ მოიმატა, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. წყლის დონის დასარეგულირებლად ტბაზე კაშხლის აშენება იგეგმება.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ JNEWS-ს გასულ წელს აცნობა, რომ სააგენტომ მადათაფას ტბაზე წყლის მარეგულირებელი კაშხლის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მიიღო. კაშხლის მშენებლობაზე ტენდერი 2023 წელს გამოცხადდება. JNEWS-მა სააგენტოს იმის გასარკვევად მიმართა, თუ რა ეტაპზეა კაშხლის მშენებლობა.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
მადათაფა შრება: ტბას მომავალ წელს შეისწავლიან
მადათაფის ტბის უკიდეგანო სილამაზე (ფოტო)
მომავალ წელს მადათაფას ტბის სანაპიროზე კაშხალი აშენდება