მადათაას ტბამ ზაფხულიდან შრება და პროცესიც არ ჩერდება. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტო იუწყება, რომ ტბის შესწავლა 2023-24 წლებში იგეგმება და შედეგების მიხედვით, შესაბამის ღონისძიებებს მიიღებენ.
ტბის პირას მდებარე სოფელ ჟდანოვის მცხოვრებლების თქმით, ის ყოველწლიურად შრება, მაგრამ ასეთი დაჩქარებული ტემპი პირველად შეინიშნება.
ფოტო გადაღებულია 2021 წლის 15 მაისს
ფოტო გადაღებულია 2022 წლის 8 სექტემბერს
ფოტო გადაღებულია 2022 წლის 2 ნოემბერს
„წელს ტბა ძალიან დაშრა. აგვისტოს მერე არ უწვიმია და ესაა მიზეზი. თუ წყალია, ფრინველებიც იქნებიან. შინაური ბატებიც კი, რომლებიც ყოველთვის ტბის მიდამოებში იყვნენ, ტბაზე აღარ მიდიან. რამდენიმე წლის წინ ტბაზე უამრავი ფრინველი იყო“, – განმარტავს სოფელ ჟდანოვში მცხოვრები ანუშ მარკოსიანი.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, ტბის „გადასარჩენად“ არანაირი ღონისძიება არ ტარდება.
ჯერ კიდევ 2019 წელს ტბის ნაპირზე იდუმალი მიწისქვეშა ხვრელები აღმოაჩინეს, რომელშიც წყალი მიედინებოდა, თუმცა სად, ცნობია. რამდენჯერმე შეეცადნენ გაერკვიათ, მაგრამ უშედეგოდ. 3-4 ხვრელია აღმოჩენილი, მაგრამ არა ყველა. მოსახლეობის თქმით, შესაძლოა წყლის ფენის ქვეშ კიდევ იყოს ხვრელები. ტბის დაშრობის ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო მიზეზი ისინი შეიძლება იყოს.
სახელმწიფო რამდენიმე წელია მადათაფას ტბაზე კაშხლის აშენებას გეგმავდა, რათა წყლის დაბალი დონე არ შენარჩუნდეს, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში JNEWS-ს აცნობეს, რომ კაშხალზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, ტბის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. JNEWS-ი კვლავ დაუკავშირდა სააგენტოს, რათა გაერკვია, როდის დაიწყება სამუშაოები.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023-24 წლებში მადათაფას ტბის კვლევები აქვს დაგეგმილი (მიმდინარე სამეცნიერო კვლევები ტარდება 5-10 წლის ინტერვალით), რის შედეგადაც შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო კვლევასა და თითოეული ტერიტორიის მონიტორინგს ბიომრავალფეროვნების სააგენტოს დაქვემდებარებაში მუდმივად აწარმოებს, რის საფუძველზეც შესაბამისი სამოქმედო გეგმა მუშავდება.
მადათაფას ტბა ჯავახეთის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მადათაფა სხვა ტბებისგან განსხვავდება ფრინველთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა – 180 სახეობის ფრინველია, ანუ იმდენი, რამდენიც ჯავახეთის ეროვნული პარკის მთელ ტერიტორიაზე.
ტბის მაქსიმალური სიღრმე 1,10 მ-ია, სანაპირო ზოლი – 40 სმ. მადათაფა მიწისქვეშა, წვიმისა და ნადნობი წყლით, ჯავახეთის მთების ნაკადულებით საზრდოობს.
შეგიძლიათ წაიკითხოთ:
მადათაფას უსასრულო სილამაზე (Photo)