20 მაისს არსენ კარაპეტიანი ახალქალაქში რეგიონული ორგანიზაციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელად აირჩიეს. თანამდებობა მელიქ რაისიანს ეკავა, რომელმაც არჩევნები შეაფასა როგორც არასამართლიანი. Jnews-ი მელიქ რაისიანს ამ უკანასკნელ არჩევნებზე ესაუბრა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი არსენ კარაპეტიანი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ასევე ყოფილი ხელმძღვანელი მელიქ რაისიანი “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე კენჭს იყრიდნენ.
არსენ კარაპეტიანს 752-დან 351-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მელიქ რაისიანმა კი 7 ხმა მიიღო. არჩევნებისას მელიქ რაისიანს ბრიფინგზე არაერთი განცხადება გაუკეთებია, სადაც არც ადგილობრივი მედია მიიწვიეს.
არჩევნების, ოპონენტის შესახებ წინასწარ თუ იცოდით და როგორ მოემზადეთ?
– არჩევნების შესახებ მაისის დასაწყისში გავიგე. მითხრეს, რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და გადაწყვეტილება მოვიწონე. დავრეგისტრირდი. შევთავაზე, რომ თუ სხვა კანდიდატი ჰყავდათ, ის განგვეხილა და ჩემს კანდიდატურას აღარ წამოვაყენებდი. პარტიაში ცვლილებებია, სიტყვა ოპოზიცია აღარ მოქმედებს და ნათელია, რომ შეთანხმება მიღწეულია. იმის მისახვედრად, რომ 41-ე ნომერს დათანხმდნენ და პარტიას ანადგურებენ, პროფესიონალობა არ არის საჭირო. ამის მოწმობაა ნიკა მელიას საქმე, პარტიიდან წასული დეპუტატები და ა.შ. როცა დავრეგისტრირდი, მითხრეს, რომ არსენ კარაპეტიანმაც წამოაყენა კანდიდატურა. ეს პრობლემა არაა. არჩევნები ჩატარდა ყველგან და სადაც ალტერნატივა არ იყო, ელექტრონული არჩევნები ტარდებოდა, ხოლო სადაც კონკურენცია იყო, იქ ბიულეტენები ჰქონდათ. მერე გავიგე, რომ ეს მერაბიშვილის ორგანიზებული პოლიტიკური ეპიზოდი იყო. თურმე არსენი ერჩივნა, ერთად მუშაობდნენ, პოლიციელები, კაგებეს თანამშრომლები იყვნენ. მოვლენები მრავალი წლის განმავლობაში სპეცსამსახურების სურვილებს ემთხვეოდა. ალბათ პოლიტიკიდან ჩემი ჩამოშორება უნდათ და გულუბრყვილოებიც არიან. თუ ადამიანი ოპოზიციაშია, რა მნიშვნელობა აქვს რომელ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის? არსენი კი ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ “ნაციონალურ მოძრაობაში” შევიდოდა, რადგან მათი ლიდერი თუ დიქტატორი სააკაშვილი იყო. ამის შესახებ 2020 წელს განაცხადა. რა შეიცვალა 3 წლის შემდეგ?
პარტიას პოლიტსაბჭო ჰყავს, სადაც მითხრეს, რომ ჩემი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, რომ მათ პატივცემული წევრი ვარ და თბილისის პოლიტსაბჭოში ჩასვლა შემომთავაზეს. რატომ უნდა შევიდე პოლიტსაბჭოში, თვითონ რას აკეთებენ იქ? ისევ დაზვერვას აგროვებენ. არსენის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც ვერ გავიგე რას გეგმავენ.
ფიქრობთ, რომ სპეცსამსახურები არსენ კარაპეტიანის სასარგებლოდ მუშაობდნენ?
– ასე არ ვფიქრობ, ეს ფაქტია. აქამდე არ მინახავს “ნაციონალური მოძრაობისთვის” სკოლის, საბავშვო ბაღის ან სახელმწიფოს თანამშრომლებმა მათთვის მიეცა ხმა. „ქართული ოცნებიდან“ სოფელ კოჩიოს ყოფილი თავმჯდომარე და მდივანი მოვიდა კენჭისყრაზე, წარმოგიდგენიათ? დარწმუნებული ვარ, რომ პარტია ჩვენი კონტროლის ქვეშ აღარ არის. თუ ვანო მერაბიშვილი ჩაერია, მაშინ “ნაციონალური მოძრაობა” ფიქტიური ოპოზიციაა. გესმით რა არის პოლიტიკა? პოლიტიკაში უნდა იცხოვრო, ისუნთქო, ბიზნესი დაკარგო. ხალხი პოლიტიკით ამორჩევის პრინციპით არის დაკავებული. ვანო მერაბიშვილი, როგორი პოლიტიკოსია? არც ჩვენი პარტიის წევრია, არც პოლიტსაბჭოს, არც თავმჯდომარეა, უბრალოდ აფინანსებს და ამიტომ დაინგრა პარტია.
როგორ გეგმავთ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას?
– ჩვენი გუნდი იმუშავებს. ვნახოთ, ცოტა ხანს დაველოდებით, პარტიიდან დაუყოვნებლივ გამოსვლა არ გვინდა. თუ რეაბილიტაცია ჩატარდება, მაშინ დავეხმარებით, მაგრამ თუ არა, საკოორდინაციო საბჭოს შევქმნით და არჩევნებისას ან ნიკა მელიას ან ვაშაძეს შევუერთდებით, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგნი არიან რეალურად და არა ფიქტიურად.