თბილისში სომხური წარწერებით საფლავის ქვების ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომლებსაც სკოლის კიბეებად იყენებდნენ. ინფორმაციას „საქართველოს სომხური სათვისტომო“ ავრცელებს.

„თბილისში, მთაწმინდის რაიონში, რიცას 10 ნომერში მდებარე ყოფილი 44-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სარესტავრაციო სამუშაოებისას  სომხური წარწერებით საფლავის ქვების ნაშთები აღმოაჩინეს, რომლებიც სკოლის კიბეებად გამოიყენებოდა.

ზოგიერთი ქვის წარწერა შენარჩუნებულია. საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანი, რომელმაც ადგილზე აღმოჩენილი რელიქვიების შესწავლაში რამდენიმე დღე გაატარა, თვლის, რომ ეს საფლავის ქვები თბილისის მთავარი სომხური სასაფლაოდან, ხოჯივანქიდან არის, რომელიც 1930-იან წლებში კომუნისტური „წითელი ტერორისას“ განადგურდა და რომელიც სამშენებლო მასალად გამოიყენეს“, – ნათქვამია ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Tapanaqar3

Tapanaqar2

Tapanaqar1

Tapanaqar4