19 მაისს სკოლას ახალქალაქის №3 ქართული საჯარო სკოლის მოსწავლეები დაემშვიდობნენ. წელს სკოლა 18-მა მოსწავლემ დაამთავრა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა იუმორისტული წარმოდგენები შეასრულეს, აჩვენეს კულტურათა მრავალფეროვნება ქართული, სომხური, ბერძნული ცეკვებით, იმღერეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას დაემშვიდობნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 599 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. 19 მაისს №3 (ჭავჭავაძის სახელობის) და №4 (დემირჩიანის სახელობის) სკოლების და ზოგიერთი სოფლის მოსწავლეებმა ბოლო ზარი იზეიმეს. 20 მაისს აღნიშNავს №2 სკოლა (რუსული), 21 მაისს – №1 სკოლა (თუმანიანის სახელობის), 22 მაისს – №5 სკოლა (ყოფილი სკოლა-ინტერნატი).