11 მაისს “ევროვიზია 2023”-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართება, სადაც სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლებიც გამოვლენ. ტრანსლაცია თბილისისა და ერევნის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს წელს ირა ხეჩანოვა წარადგენს, რომელმაც ეროვნულ შოუ „ვოისში“ სიმღერა „Echo“-თი გაიმარჯვა.
სომხეთს ელენ იერემიანი, სასცენო სახელით „Brunette“, წარადგენს და სიმღერა „Future lover“-ს შეასრულებს.
9 მაისს პირველი ნახევარფინალი გაიმართა, 13 მაისს კი მუსიკალური შოუს ფინალი შედგება.
ხმის მიცემის დეტალური ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გახდება ცნობილი.