გიორგი გახარიას პარტია „საქართველო“ გამოდის ინიციატივით საჯარო სკოლების საბაზო [დაწყებითი] კლასების მოსწავლეების სასკოლო კვებით უზრუნველყოფაზე.
პარტიიდან ბათუმის საკრებულოს დეპუტატი აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ ამ საკითხს პარტია ყველა საკრებულოში დააინიცირებს.
იგი ხაზს უსვამს, რომ „ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა სასკოლო საათებში შიმშილობს“ და ამბობს, რომ კვების უზრუნველყოფის ოპტიმალური ვარიანტი შეიმუშავეს, მსოფლიო მოდელების ანალიზზე დაყრდნობით, „სადილის ყუთია“ [„ლანჩბოქსი“].
ინიციატივის მიღების შემთხვევაში, პარტიაში კვების უზრუნველყოფა კი ასე წარმოუდგენიათ:
მუნიციპალიტეტი ატარებს ტენდერს;
გამარჯვებული, წლის განმავლობაში, სასწავლო დღეებში, მოსწავლეებს მიაწვდის „სადილის ყუთებს“.
რაც შეეხება დანახარჯებს, სტანდარტიზებული ფასი ერთ მოსწავლეზე შეადგენს 44 დოლარს, ამბობენ პარტიაში.
სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფას კარგ ხაანია ითხოვენ სხვა ოპოზიციური პარტიები და სხვადასხვა ორგანიზაციები.