მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში არტიუშ გომციანის პირველი ბრძოლა გაიმართა. იაპონიის წარმომადგენელ მეტოქესთან მეორე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვებაც იზეიმა.
მეორედ აშკარა უპირატესობა მოიპოვა და მწვრთნელის რჩევით მეტოქემ ბრძოლაზე უარი თქვა, არტიუშმა კი გაიმარჯვა.
უახლოეს მომავალში გომციანს კიდევ სამი ბრძოლა ელის და მედლებისთვის იბრძოლებს.
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში კრივის მოზარდთა მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, რომელშიც ახალქალაქის სპორტული კომპლექსიდან არტიუშ გომციანი მონაწილეობს.
მოკრივე არტიუშ გომციანი ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში მრავალგზის საქართველოს და ევროპის 2022 წლის ჩემპიონი, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორია. მისი პირადი მწვრთნელი ატომ ელიზბარიანია.
მოზარდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან 10 სპორტსმენი მონაწილეობს.
სახილ ალახვერდოვი: 48 კგ,
არტიუშ გომციანი: 60 კგ,
ლაშა გაგნიძე: 63,5 კგ,
ლაშა გურული: 67 კგ,
ესკერხან მადიევი: 71 კგ,
გიორგი ხარაბაძე: 75 კგ.
ოთარ ნავერიანი: 80 კგ,
გიორგი გუშიტაშვილი: 86 კგ.
გიორგი ჭიღლაძე: 92 კგ
ნიკოლოზ ბეგაძე: 92+ კგ.
მოზარდებს შორის კრივის მსოფლიო ჩემპიონატი 14 მაისს დასრულდება.