საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რეგისტრირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობა დაითვალა. წლის განმავლობაში ქვეყანაში 3 070 616 ჯარიმა დაფიქსირდა, 70 033 – სამცხე-ჯავახეთში.
საერთო ჯამში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 7 470 ვიდეო ჯარიმა დაფიქსირდა: 6 042 – ტექდათვალიერების უქონლობა, 1 428 – სიჩქარის გადაჭარბება.
ნინოწმინდაში ჯარიმები მხოლოდ 118-ე მუხლით დაფიქსირდა და ჯამში 3 355 შემთხვევა შეადგინა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლი იმ სატრანსპორტო საშუალების მართვას გულისხმობს, რომელმაც გეგმიური ტექნიკური ინსპექტირება არ გაიარა, 125-ე მუხლი ავტომობილის მძღოლის მიერ ზღვრული სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადამეტებას ეხება.
იმის გასარკვევად, თუ რატომ არ გადიან მძღოლები ტექდათვალიერებას, Jnews-ი თავად მათ დაუკავშირდა.
„ჩემს მანქანას პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ტექდათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ კატალიზატორები ამოღებულია, ამიტომ ტექდათვალიერება ვერ გაიარა“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
შემოწმების უქონლობის გამო მძღოლები ცდილობენ კამერებს გვერდი აუარონ და ცენტრალურ ქუჩებზე არ იმოძრაონ, რადგან ძირითადად იქ არის კამერები დამონტაჟებული.
„გზის საკითხი ჩვენი მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გზები დანგრეულია და სურთ, მანქანებს ამის გამო პრობლემები არ შეექმნას. ხალხის უმრავლესობა ტექდათვალიერებას გადის. ადრეც და ახლაც ყველაფერი მკაცრად კონტროლდება, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ყურადღებას არ აქცევენ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი CO²-ა, ჩემს მანქანასაც აქვს მცირე პრობლემები“, – განმარტავს მძღოლი ლევონი.
ზემოაღნიშნული მონაცემები 2023 წლის 15 მარტიდან დაითვალა.
წარმოგიდგენთ ვიდეო ჯარიმების რაოდენობას რეგიონების მიხედვით:
აჭარა: 265 842,
გურია: 67 261,
თბილისი: 1 708 002,
იმერეთი: 181 235,
კახეთი: 70 234,
მცხეთა-მთიანეთი: 89 734,
რაჭა-ლეჩხუმი: 4 394,
სამეგრელო-ზემო სვანეთი: 88 884,
სამცხე-ჯავახეთი: 70 033,
ქვემო ქართლი: 331 479,
შიდა ქართლი: 193 518 წ.