25 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კარწახში ჯივანის სახლ-მუზეუმის ადგილობრივ დაფინანსებაზე გადაყვანის იდეა გამოთქვა. წინადადების განხილვა შემდგომი შეკრებისთვის გადაიდო.
საკრებულოს კომისიების სხდომაზე საოლქო კრების თავმჯდომარის მოადგილემ, გაიოზ ლომსაძემ სოფელ კარწახში აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმის დაფინანსების, ორი მომუშავის სახელფასო ფონდის დაფინანსებით ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადატანის შესახებ წინადადება წამოაყენა, რომელიც დეტალურად არ განუხილავთ და შემდგომი შეკრებისთვის გადაიდო.
ჯივანის სახლ-მუზეუმი აშუღების 170 წლისთავზე 2016 წლის 27 აგვისტოს ფონდის “ჯავახეთის მხარდაჭერის” გვერდში დგომით გაიხსნა. სახლი სპარტაკ ბანგოიანმა შეიძინა და ფონდს გადასცა, რათა იქ მუზეუმი გაეხსნათ. მის შექმნაში წვლილი ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც შეიტანა. მუზეუმი ფონდის “ჯავახეთის მხარდაჭერის” დაფინანსებით ფუნქციონირებს.