25 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიათა ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელზეც სპორტისა და საფეხბურთო მოედნების მშენებლობისთვის დამატებითი თანხის გამოყოფის საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023 წლის მორიგი ცვლილება განიხილეს, რომელიც 639 255 ლარს შეადგენს. ცვლილებების პაკეტი ბიუროს სხდომას რაიონული კრების შემდგომი დადასტურებისთვის გადაეგზავნა.
ცვლილებების მიხედვით, სოფელ მურჯახეთში ფეხბურთის მოედნის ასაშენებლად დამატებით 27 661 ლარია გამოყოფილი. თავდაპირველად ბიუჯეტიდან 20 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა საპროექტო-საანგარიშო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობისთვის 47 661 ლარი სჭირდებოდათ.
სოფელ სულდაში, დადეშში, კარწახში, კულიკამში ფეხბურთის მოედნების მშენებლობასთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაციაა.
სოფელ სულდასთვის 60 000 ლარი იყო გამოყოფილი, პროექტი კი 76 043 ლარს ითვალისწინებს, ამიტომ ბიუჯეტიდან ცვლილებების მიხედვით დამატებით 16 043 ლარი გამოყვეს.
სოფელ დადეშის ფეხბურთის მოედნის მშენებლობისთვის 60 000 ლარი გამოიყო, პროექტის ღირებულება 63 927 ლარია, ამიტომ ბიუჯეტმა დამატებით 3 927 ლარი გაიღო.
სოფელ კარწახში ფეხბურთის მოედნის მშენებლობისთვის 60 000 ლარი იყო გათვალისწინებული, პროექტი 79 775 ლარს მოიცავს. დამატებით 19 775 ლარი გამოიყო.
ამავე მიზნით სოფელ კულიკამისთვის 15 000 ლარი გამოიყო, პროექტი 34 549 ლარს შეადგენს, ამიტომ დამატებით 19 549 ლარი გამოყვეს.
სოფელ კორხში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის 11 300 ლარია გამოყოფილი.