ახალქალაქის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად თბილისის კლასიკური მუსიკის ყოველწლიურ საგაზაფხულო კონკურსში „მომავლის ვარსკვლავებში“ გამოდიან. წელსაც ახალქალაქელმა პიანისტებმა წარმატებას მიაღწიესი: სამი ლაურეატი, მათ შორის პირველი ადგილი და „ჟიურის სიმპათია“.
ყოველ გაზაფხულზე კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ იმართება და ეს მე-16 შეხვედრა იყო. ახალქალაქის მუსიკალური სკოლა ამ კონკურსში 7 წელია მონაწილეობს და ყოველთვის კარგ შედეგებს აჩვენებს. ახალქალაქის მუსიკალური სკოლის დირექტორის თქმით, სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად ლაურეატის წოდებას იღებენ. წელს ახალქალაქის მუსიკალური სკოლიდან 3 მოსწავლე მონაწილეობდა: ვალერია სტელმაშოვა – მე-3 კლასი, არსენ კარაპეტიანი – მე-4 კლასი და ვარდან კალივონჯიანი – მე-4 კლასი.
ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება: გორი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი და ა.შ. ახალქალაქის მონაწილეები ძირითადად პირდაპირ მეორე ეტაპზე გადიან, რადგან სტუდენტების დონე მაღალია და პირველ ეტაპზე შერჩევის საჭიროება არ არის.
„ეს ძალიან საპატიო წოდებაა. ვამაყობთ, რომ სკოლაში უკვე 7 ლაურეატი გვყავს. 23 აპრილს ლაურეატების გალა კონცერტი იყო, სადაც მიწვეულნი ვიყავით. წელს სამი ლაურეატი გვყავს – ორი პრიზიორი. პირველი ადგილი არსენ კარაპეტიანმა მოიპოვა, რაც გრანდიოზული წარმატებაა, რადგან კონკურსში 1700-ზე მეტი მონაწილეა. ნომინაციაში “ჟიურის სიმპათია” ვალერიამ გაიმარჯვა, ხოლო ვარდანი ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა. წარმატებული მუშაობისთვის დიპლომით მეც დამაჯილდოვეს“ , – განმარტავს ახალქალაქის მუსიკალური სკოლის დირექტორი სვეტლანა კაროიანი.
არსენ კარაპეტიანი უკვე მეორე ახალქალაქელი მოსწავლეა, რომელიც ცნობილ პიანისტ ელისო ბოლქვაძესთან სწავლობს. მისი მოსწავლე იყო ანაჰიტ სტელმაშოვაც, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც ნიჭიერი პიანისტია.
“წარმოიდგინეთ, რომ პარიზში საქართველოდან მხოლოდ 4 მონაწილე წავიდა (წელს), მათ შორის ჩემი ორი მოსწავლე, ანაჰიტ სტელმაშოვა და არსენ კარაპეტიანი იყვნწნ. ჩვენი ქალაქის სახელი პარიზის სცენაზე გამოცხადდა”, – აცხადებს სვეტლანა კაროიანი.