23 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა ქალაქის ციხიდან სურბ ხაჩ ეკლესიისკენ ჩირაღდნებიანი მსვლელობა მოაწყვეს, რომლის მიზანიც ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ჩადენილი სომხების გენოციდის აღიარება და დაგმობაა.
ჯავახეთის ახალგაზრდული გაერთიანება „ზორი ზორიანის“ წევრებისთვის მსგავსი მსვლელობის გამართვა ტრადიციად იქცა. იგი ახალქალაქის ციხიდან დაიწყო და სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში დასრულდა. ასობით ადამიანი სომხეთისა და საქართველოს დროშებით, პლაკატებით და ლოზუნგებით გენოციდის აღიარებასა და დაგმობას მოითხოვდა.
მსვლელობას სურბ ხაჩ ეკლესიის წმინდა მამა ტერ ნარეკ ტიგრანიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, მერი მელქონ მაკარიანი და მუნიციპალიტეტის სხვა მნიშვნელოვანი პირები ესწრებოდნენ.
ეკლესიის ეზოში ახალგაზრდული კავშირის წევრები, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატი, მეუფე ვარდაპეტ ტერ ნშან ჰმაიაკიანი სიტყვით გამოვიდნენ.
https://www.flickr.com/photos/146332062@N03/52840213046/in/dateposted/” title=”Дизайн без названия – 1″>https://live.staticflickr.com/65535/52840213046_05fa53f3cc_o.jpg” width=”800″ height=”1200″ alt=”Дизайн без названия – 1″/>
25 აპრილის 11:00 საათზე ახალქალაქის ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება, რის შემდეგაც ეკლესიის ეზოში, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ქვაჯვართან, წმინდა მოწამეთა წირვა-ლოცვა აღევლინება.