“Success card”-ი, რომელიც ითარგმნება როგორც “წარმატების ბარათი”, სტუდენტური ბარათია, რომელსაც SGBA წარმატებული საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია გვთავაზობს, რომლის შეძენის შემთხვევაში სტუდენტებს შეეძლებათ ექსკლუზიური სტუდენტური ფასდაკლებით ისარგებლონ. SGBA-ს ინფორმაციით, ბარათი სტუდენტებს საშუალებას მისცემს ფინანსები დაზოგონ და თავიანთი უნარები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად განავითარონ.

ფასდაკლებები შეეხება სტომატოლოგიურ კლინიკას, სილამაზის სალონს, საცურაო აუზს, ფიტნეს-ცენტრს, რესტორანს, ტანსაცმლის მაღაზის და ა.შ. 1 000-ზე მეტ დაწესებულებაში 50%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.

„Success card“-ის შეძენა შეუძლიათ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომლებმაც ონლაინ რეგისტრაცია გაიარეს. რეგისტრაციის შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ ბარათი მხოლოდ 5 ლარად აიღონ.

„Success card“-ი ხელმისაწვდომია მასწავლებლებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.

რეგისტრაციისთვის უნდა ესტუმროთ ბმულს და შეავსოთ პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ID ბარათის ნომერი (პირადი ნომერი) და საბანკო ბარათით გადაიხადოთ.