3 საქალაქო და ერთი სოფლის მუნიციპალური სპორტული დაწესებულება სპორტული ინვენტარით განახლდება.
5 აპრილს სპორტული ინვენტარისა და საქონლის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა, 13 აპრილს კი განცხადებების მიღება დასრულდა. ტენდერი 23 080 ლარს ითვალისწინებდა, მინიმალური ოდენაბა – 21 440 ლარი. ტენდერი თბილისის შპს „გეოპროფმა“ მოიგო.
სპორტული ინვენტარი და ნივთები ახალქალაქის სპორტული სკოლის, ახალქალაქის დახურული საცურაო აუზის, ჭადრაკის სკოლისა და სოფელ არაგვაში სათხილამურო სკოლისთვის შეიძინეს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით შემდეგი ინვენტარი უნდა შეისყიდონ:
ახალქალაქის სპორტსკოლისთვის – ტატამი (100 კვ.მ), 7 განტელი, 10 წყვილი კრივის ხელთათმანი, 10 კრივის ტომარა, 9 კრივის თათი.
ახალქალაქის ჭადრაკის სკოლისთვის – 10 საათი ჭადრაკისთვის, 10 კომპლექტი ლიტერატურა ჭადრაკისთვის, 20 კომპლექტი ჭადრაკის ფიგურა.
ახალქალაქის აუზისთვის – აუზის 2 თერმომეტრი, 2 ტაიმერი, 2 სასტვენი, 2 მაშველი კამერა, 2 მაშველი ჟილეტი, ერთი აუზის საწმენდი, აუზის მტვერსასრუტი, 10 ცალი საბავშვო ჟილეტი და მკლავების კამერა, სარბენი ბილიკი, 4 ცალი ხალიჩა, 2 ცალი ჰულა ჰოპი, ტურნიკი, ვარჯიშის რეზინა, 2 სახტომი თოკი, 10 ბურთი, აუზის შლანგი.
სოფელ არაგვას სათხილამურო სკოლისთვის – 4 კომპლექტი სათხილამურო ფორმა, 4 კომპლექტი.